სენატორი ჯონ მაკკეინი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის დღევანდელ განცხადებებს დადებითად აფასებს.
"ყოჩაღ ვიცეპრეზიდენტო საქართველოში! "პენსი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს"- წერს მაკკეინი Twitter-ზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მაიკ პენსმა განაცხადა - "დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც თქვენი ქვეყანა თავისი ტერიტორიების დაბრუნებას აღნიშნავს". პენსის თქმით, ის და დონალდ ტრამპი მტკიცედ უჭერენ მხარს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.