ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს გუშინ ეწვია და ორი დღის განმავლობაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
მაიკ პენსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. დღეს კი ის სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.
დღის მეორე ნახევარში ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მრავალეროვნულ სწავლებაში ”ღირსეული პარტნიორი” მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა.
მაიკ პენსი საქართველოდან მონტენეგროში გაემგზავრა.