ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“

ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“, - ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაიკ პენსის განმარტებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული და ამერიკის შეერთებული შტატები „მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას“.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არავის მისცემს უფლებას „კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი“.

„ჩვენ ვდგავართ თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე. თავისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსული აგრესიისას და დღესაც ვხედავთ მის შედეგებს - „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რუსული ტანკებია განლაგებულია.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული და ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას. გარწმუნებთ, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხადრაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი.

პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს შესაძლებლობები, რომ წინ აღუდგეს ამ აგრესიას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

მისი თქმით, უახლოეს ხანებში, ამერიკის პრეზიდენტი ხელს მოაწერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ამავდროულად, მაიკ პენსი იმედს გამოთქვამს, რომ „რუსეთთან ურთიერთობების უკეთესი პერიოდი დადგება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ რუსეთთან თანამშრომლობას საერთო ინტერესების საფუძველზე, მაგრამ პრეზიდენტი და კონგრესი ერთიან პოზიციაზე დგანან რუსეთის მისამართით გზავნილზე - უკეთესი ურთიერთობები და სანქციების გაუქმება მოითხოვს რუსეთისგან იმ დესტაბილიზაციის შეჩერებას, რომელსაც იგი ახორციელებს.

იმედი მაქვს, რუსეთთან ურთიერთობის უკეთესი პერიოდი დადგება, მაგრამ მოსკოვის ბოლო ნაბიჯები ნამდვილად არ არის მიმართული ამისკენ. ის ვერ შეარყევს ჩვენს თავისუფლებას და ვერც ერთი თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის პოზიციას, ისეთის, როგორიც საქართველოა.

ამერიკა საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის დღიდან დგას. პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის დროს ასევე გვერდი-გვერდ ვიდგებით იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თქვენი თავდაცვის შესაძლებლობები, გავაღრმაოთ დემოკრატია და კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“, - განაცხადა მაიკ პენსმა.