ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში

ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში

წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ქართველ და ამერიკელ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.

ვიცე-პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

”დღეს ჩვენ ვეწვიეთ პატრიარქს, სიონის საკათედრო ტაძარში, რომელიც საუკუნეების წინ აშენდა, ეს არის სიმბოლო ათასწლეული რწმენის, რომელიც აძლიერებდა ამ ქვეყანას. მე ასევე წმინდა წერილის ერთ-ერთი ნაწილი მახსენდება - ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში - ღმერთის რწმენა თავისუფლებაა და ამას უნდა ვითვალისწინებდეთ ყველა ძალისხმევაში.

დღეს ჩვენ ვაჟღერებთ ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი საქართველოს მიმართ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ერთ-დღეს ჩვენ მოკავშირეები გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის თვალსაზრისით. ამას ვაკეთებთ რწმენით, საკუთარი თავის ნაბიჯების რწმენით, ამ ძველი მიწის ამაყი ხალხის სიძლიერის რწმენით, ჩვენი მთავარსარდლის, დონალდ ტრამპის კურსის სისწორის რწმენით, ღმერთის წყალობის რწმენით. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკა და საქართველო თავისუფლები მომავალში ერთად იქნებიან”, - განაცხადა მაიკ პენსმა.