ათასწლეულების განმავლობაში ვერავინ წაგართვათ თვითმყოფადობა. ქართველი ხალხის ნებისყოფამ და კულტურამ დროის გამოცდას გუძლო”, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პენსმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა საქართველოს ისტორია. მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ მეგობრობის ხელი გაუწოდა თავისუფალი სამყაროს ქვეყნებს და ამერიკას და ამერიკამ იგივეთი უპასუხა.
”არც თუ ისე დიდი ხნის წინ საქართველო საბჭოთა კავშირის საპყრობილეში იყო მოქცეული, კომუნისტური რეჟიმი იმის პერსონიფიკაციას ახდენდა, რასაც თავისუფალი სამყარო არ იღებს. საბჭოთა კავშირი ცდილობდა წაეშალა თქვენი ისტორია, ამოეშალა და ხელეყო თქვენი თვითმყოფადობა. საბჭოთა კავშირის მსხვრევის შემდეგ საქართველომ აღიდგინა თავისუფლება, თქვენ ევროპის თავისუფალ ერებს და ამერიკას მეგობრობის ხელი გაუწოდეთ და ამერიკამაც იგივეთი გიპასუხათ”, - განაცხადა მაიკ პენსმა.