მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე

მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე

ჩვენ საუკუნეების განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმედი და უდიდეს იმპერიებს გავუძელით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო მიზნები აქვს და საერთო გმირებიც ჰყავს.

”სამხედრო მოსამსახურეებო, მოხარული ვარ, რომ ქართული და ამერიკული შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე. გვერდიგვერდ დგახართ ჩვენი უსაფრთხოების, თავისუფლებისთვის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის. სწორედ ამიტომ ხართ ღირსეულები და ეს უმნიშვნელოვანესია თქვენი საერთო კეთილდღეობისთვის. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში არ დაგვიკარგავს იმედი და უდიდეს იმპერიებს გავუძელით. თავისუფლება საქართველოს უდიდესი ღირებულებაა, ისევე როგორც ამერიკისთვის. სწრაფვა თავისუფლებისკენ აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, ჩვენ ბუნებრივი პარტნიორები ვართ, რომლებსაც ერთიანი ღირებულებები აერთიანებს. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორი, მინიჭებული აქვს სიცოცხლის თავისუფლების და ბედნიერებისკენ ლტოლვის თავისუფლებები. ამ სულისკვეთებით შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატები, მსგავსი სულისკვეთებით საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და აშენებს დემოკრატიულ ქვეყანას. ამ გზაზე ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იღებს. აქ ჩვენ საერთო მიზნები, საერთო გმირებიც კი გაგვჩნია, როგორიც არიან ჯორჯ ბალანჩინი, ალექსანადრე ქართველი და გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.