პატრიარქმა მაიკ პენსს და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ჯვარი გადასცა

პატრიარქმა მაიკ პენსს და მის მეუღლეს საჩუქრად ოქროს სამაჯური და ჯვარი გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს საჩუქრად ოქროს სამაჯური, ხოლო მის მეუღლეს ოქროს ჯვარი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვისაც გადასცა.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პატივისცემის ნიშნად სტუმარს საჩუქრად გადასცა ოქროს სამაჯური, ასევე მის მეუღლეს – ოქროს ჯვარი, ცნობილი, როგორც თამარის ჯვარი. კათოლიკოს-პატრიარქმა სთხოვა ვიცე-პრეზიდენტს, რომ თუ შეიძლებოდა მას გადაეცა საჩუქარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და პირველი ლედის, მელანია ტრამპისთვის. ვიცე-პრეზიდენტმა დიდი პატივით უპასუხა, რომ ის პირადად გადასცემდა საჩუქრებს აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის”, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის პატრიარქმა მაიკ პენსს გადასცა ასევე ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი.

როგორც გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, სტუმრისთვის გადაცემულ ოქროს სამაჯურზე არის წარწერა: “ღმერთმა დაგლოცოთ” და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხელმოწერა.