სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს სიონის ტაძარში ხვდება. მაიკ პენსი სიონის ტაძარში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
როგორც სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, თავად აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანებულიყო. შეხვედრას წმინდა სინოდის წევრები ესწრებიან.