საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ ”ამერიკა საქართველოს გვერდით დგას” - ყველაფრის მთქმელია.
”მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი მესიჯი გაჟღერდა. გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია. საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, ქართველების გატაცებას, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას იმ მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ - ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ საქართველოში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას. დამერწმუნეთ, თანმიმდევრული ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება მიღწეულ იქნას უმნიშვნელოვანესი მიზანი - უზრუნველყოფილ იქნას ხანგრძლივვადიანი სტაბილურობა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.