ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული

ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული

დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პენსმა კვირიკაშვილს სტუმარ-მასპინძლობისა და ქვეყნის განვითარების მყარი მიმართულებისთვის მადლობა გადაუხადა.

”ჩვენ ვიმუშავებთ ბიზნესის სფეროში, გავამყარებთ ბიზნეს ურთიერთობებს და მიმდინარე რეფორმები ნათლად ცხადყოფს თქვენს ერთგულებას დასავლეთის მხარესთან ბიზნეს ურთიერთობების გამყარების თვალსაზისით. მე მივესალმები იმას, რომ საქართველოში ყველა მოქალაქეს უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები ეხსნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ანაკლიის პორტი გახლავთ საუკეთესო გამოხატულება ამისა. ჩვენ კიდევ მეტად შეგვიძლია გავამყაროთ ეკონომიკური განვითარება და ბატონი დონალდ ტრამპის სიტყვებს კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - ჩვენ თქვენს გვერდზე ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი ძალა ყოველთვის არის და იქნება ჩვენს ერთიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სტუმარ-მასპინძლობისთვის და მადლობთ იმ მყარი მიმართულებისთვის, რომლითაც თქვენი ქვეყანა მიდის, რომელსაც წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენ ურთიერთობაში”, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.