საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხე

საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხე

ძალიან ვაფასებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი პირველი ორმხრივი ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა ერთმნიშვნელოვნად დავადასტურო, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. მეტად ვაფასებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი პირველი ორმხრივი ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია საქართველოს,

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ კოლეგებს საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამავდროულად, მოხარული ვართ, ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს, ასევე ჩვენს ამერიკელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს ქართველი ერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.