ჩვენ ვართ ის პარტნიორი, რომელიც მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ბოლო 25 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ, რომელიც უზრუნველყოფს ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოების მდგრადობას. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით მომავალშიც“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა.