ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს ადასტურებს

ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს ადასტურებს

ანაკლიის პორტთან ამერიკული კომპანიის თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული ბიზნესის მზარდ ინტერესს და ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩათვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ კომპანია SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს საკონტეინერო ტერმინალს და ასევე განახორციელებს ინვესტიციას პროექტში, რომელიც გახლავთ დღევანდელობის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აღნიშნული თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება.