“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, მაიკ პენსთან შეხვედრისას ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის პრობლემაზე ყურადღება ოპოზიციური პარტიების ყველა ლიდერმა გაამახვილა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო პოლიტიკური ოპონენტების დევნას და იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რასაც ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმართავს.
“არაფორმალურ მმართველობაზე ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერმა ისაუბრა, რადგან ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. არამგონია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო”, - აღნიშნა ნიკა მელიამ.