ოპოზიციური პარტიების ლიდერების აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში არსებული შიდა დემოკრატიული პრობლემები იყო.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა შალვა შავგულიძემ განუცხადა, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რაც მას ოპოზიციამ მიაწოდა, მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო.
“ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ. ეს არის: ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში, შესაბამისად, ინსტიტუციური მმართველობის მოშლა და არაფორმალური მმართველობის არსებობა. ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ამის შესახებ ყურადღებით მოისმინა”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.