თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დახვდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვახშამს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება.
პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.
მაიკ პენსს ასევე, შეხვედრები აქვს დაგეგმილი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.