თურქეთში 5 რუსი ტურისტი გარდაიცვალა

თურქეთში 5 რუსი ტურისტი გარდაიცვალა

ბოლო 2 დღის განმავლობაში თურქეთის კურორტებზე 5 რუსი ტურისტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ „როსტურიზმი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ტურისტი ზღვაში ბანაობისას დაიღუპა, ერთის გარდაცვალების მიზეზი კი ასთმა გახდა. გახშირებულ სიკვდილიანობას რუსეთის ტურიზმის სამინისტრო თურქეთში ანოიმალურ სიცხეებს უკავშირებს.