სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ხვალ შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეს გაცნობითი, მეგობრული შეხვედრა იქნება.
„თავად სტუმარმა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანდეს. დაათვალიეროს ფრესკები და ხატები. ეს კერძო, არაოფიციალური ვიზიტია“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოს დღეს, საღამოს ეწვევა. იგი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.