ირანის სავაჭრო პალატა მიწის გასხვისებაზე საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

ირანის სავაჭრო პალატა მიწის გასხვისებაზე საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების  უცხოელებზე  გასხვისების საკითხზე „კომერსანტთან“ ირანის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი  რაჰიმ აბაჩი საუბრობს. მისი განცხადებით,თუ ქვეყანში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გახვისება კანონით აიკრძალა,  ეს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას ხელს შეუშლის. 

მისი მტკიცებით, კარგი იქნება, თუ კანონში ჩაიწერება გამონაკლისი შემთხვევები. კერძოდ, მიწა გასხვისდეს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მსხვილი ინვესტიციის ვალდებულებას აიღებს.  აბაჩის განმარტებით, საქართველოში აღნიშნული  კანონის მიღება  იმიტომ უნდათ, რომ  აქ მიწა  ძალიან ბევრ ადამიანს დაუმუშავებელი აქვს.

„თუ ვინმე მილიონობით ფულს დებს და მის საკუთრებაში არ არის ქონება, ცუდია. გრძელვადიანი იჯარა არ არის საკუთრება“-აცხადებს აბაჩი. 

როგორც ცნობილია, სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთები უცხოელებზე არ იყიდება. კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებამდე კი მიწების არარეზიდენტ პირებზე გასხვისებაზე მორატორიუმია გამოცხადებული.საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მნიშვნელოვან შემთხვევებში, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე–19 მუხლში კი, სადაც საკუთრების უფლებაა გაწერილი, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა არ ფიგურირებს. აღნიშნული მიხლის მე–4 პუნქტში წერია, რომ: „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით - აღიშნულია ცვილებების პაკეტში.

როგორც ცნობილია, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი პარკლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიებზე იგეგმება.