სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, არ არსებობს

სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, არ არსებობს

სინამდვილეში არანაირი დაპირისპირება, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, არ არსებობს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას.

მისივე თქმით, ეს არის მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარმოებული პროპაგანდა, რომ მოიგონონ დაპირისპირება.

"მათ სურთ მოიგონონ დაპირისპირება იმ ფონზე, როცა ისინი ვერ პასუხობენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებს. მაშინ, როცა მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ პრობლემებზე, მაშინ, როცა არ აქვთ პასუხი ჩავარდნილ საკონსტიტუციო რეფორმაზე, ცუდ საარჩევნო სისტემაზე, მაშინ, როცა მმართველ გუნდს არ აქვს პასუხი მოგერინისთვის, ბუკიკიოსთვის, ვერ პასუხობს NDI-ის მოსაზრებებს, ცხადია, ამ

ფონზე მათთვის იოლი გამოსავალია მტრის ხატია ძიება. ამ შემთხვევაში ეს ნახეს პრეზიდენტ მარგველაშვილში და იგონებენ ამ დაპირისპირებას სხვა დაპირისპირების გადასაფარად", - განაცხადა აბაშიშვილმა.