ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს

ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს

ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე ყოველთვის აყენებს აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი ურთიერთობების დროს.

”აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ვიზიტის დროს მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ანექსია იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პენსის ვიზიტის დროს განიხილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

დავით ბაქრაძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს შორის 6 თვეში უკვე მესამე შეხვედრა გაიმართება, მეტყველებს იმ დინამიკაზე, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციის შორის არსებობს.