აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანში, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ გახსნაზე განაცხადა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.