CBS News - ამერიკამ, შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვოს

CBS News - ამერიკამ, შესაძლოა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვოს

აშშ, ორშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მოითხოვს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტის საპასუხოდ. ამის შესახებ გაეროში დიპლომატებზე დაყრდნობით CBS News-ი იუწყება.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სხდომაზე სურს განიხილოს საერთაშორისო საზოგადოების პასუხი ბოლო ერთ თვეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ.

ამასთან, ოფიციალურად უშიშროების საბჭოს მოწვევის შსეახებ განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

ცნობილია, რომ პარასკევს ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა ათასი კილომეტრის დაშორებით, იაპონიის ზღვაში ჩავარდა. ექსპერტები მიჩნევენ, რომ ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ლოს ანჯელესი,ჩიკაგო და ნიუ-იორკი იმყოფებიან ასეთი სახის რაკეტის დარტყმის ზონაში.