აზერბაიჯანი სომხეთის საზღვართან ტერიტორიის დაცხრილვისა და სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანი სომხეთის საზღვართან ტერიტორიის დაცხრილვისა და სამხედროს გარდაცვალების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კვირას, სომხეთის საზღვართან მდებარე დასახლებული პუნქტების დაცხრილვის შესახებ იუწყება, რის შედეგადაც, ერთი აზერბაიჯანელი სახედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, გამთენიისას, სომხეთის მხრიდან მსხვილკალიბრიანი ცეცხლსასროლი იარაღებიდან რამდენიმე სოფელი დაიცხრილა. მათივე ცნობით, დაზიანდა სამოქალქო ობიექტები, ნათესები და მოსახლეობის კუთვნილი მეურნეობა.

„ამ დროისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი სრულად აკონტროლებს ვითარებას ფრონტის მთლიან ხაზზე. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები უფრო მკაცრად უპასუხებს მოწინააღმდეგის ამ პროვოკაციებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.