სარატოვთან თბილისიდან მიმავალი ავტობუსი ამოტრიალდა

სარატოვთან თბილისიდან მიმავალი ავტობუსი ამოტრიალდა

სარატოვთან ახლოს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე თბილისიდან სვერდლოვსკისკენ ქორწილში მიმავალი ავტობუსს ავარია შეემთხვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტობუსს „ლადა კალინა“ შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსი ამოტრიალდა.

ავარიის შედეგად „ლადას“ 24 წლის მძღოლი გარდაიცვალა, ათი ადამიანი კი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ექიმებმა 36 მგზავრი შეამოწმეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ. დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან. ავარიის შედეგად, ავტობუსის მძღოლი ჰოსპიტალიზებულია.

„ავარიის ადგილას მივიდნენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ორი ავტობუსით მგზავრები ნოვობურასკის რაიონში გაამგზავრეს. საღამოსთვის კიდევ ერთი ავტობუსი მოვა, რომელიც ყველას ეკატერინბურგში გადაიყვანს“, - განაცხადა სარატოვის ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ბურენინმა.