არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში სარაგბო კლუბ ,,არწივების

არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში სარაგბო კლუბ ,,არწივების" მორაგბეებსა და დირექციას შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთში, ზვანის სტადიონზე, ქალაქის მერთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად, სარაგბო კლუბ ,,არწივების" მორაგბეებსა და დირექციას  შეხვდა, მიმდინარე სეზონში მიღწეული წარმატება მიულოცა და სამომავლო განვითარების საკითხებზე ესაუბრა.

,,მომავალ წელს ვგეგმავთ ზვანის სტადიონის სრულ განახლებას. უნდა გაკეთდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათამაშო მოედანი, გულშემატკივრების ლოჟა, სპორტსმენებისთვის საჭირო შენობა, ადმინისტრაციის ოფისი. ზვანი უნდა გახდეს ადგილი სპორტული დღესასწაულებისთვის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარაგბო კლუბმა ,,არწივებმა'' მიმდინარე წელს პირველ ლიგაში გადაინაცვლა. არჩილ თალაკვაძე კლუბის საპატიო პრეზიდენტია.