აგვისტოს ომამდე საქართველოში SMS-ის გამოგზავნისთვის ბრალდებული ქალი პუტინმა შეიწყალა

აგვისტოს ომამდე საქართველოში SMS-ის გამოგზავნისთვის ბრალდებული ქალი პუტინმა შეიწყალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭის მკვიდრი, 2015 წელს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული ანიკ კესიანი შეიწყალა, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომამდე საქართველოში მოკლე ტექსტური შეტყობინება გააგზნავა.

პუტინმა ასევე შეიწყალა 2014 წელს სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მარინა ჯანჯღავა, რომელასც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ბრძანება მათი შეწყალების შესახებ ძალაში შევა გამოქვეყნებიდან ათი დღის შემდეგ.

კესიანი 2014 წელს დააკავეს. 2015 წელს მას 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. რუსეთში აღნიშნულ საქმეზე სულ ექვსი ქალი დააკავეს, რომლებსაც საქართველოში ომის დაწყებამდე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ედებოდათ ბრალად.

მანამდე უკვე გათავისუფლდა ოკსანა სევასტიდი, რომელიც 2013 წელს დააკავეს. მან თავის ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.