სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საქართველოში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საქართველოში დღეიდან ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებას პროგნოზირებენ.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში გრილი მასების შემოსვლის შედეგად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა -ელჭექით.

დღეს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 24-29 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში - 30-31 გრადუსი.

მომავალი კვირის დასაწყისში საქართველოში ძირითადად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.