ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ „პოპკორნი“ და შეხედეთ - თქვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ და სასიამოვნოს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილმა პოროშენკოს დაურეკა და მასზე ესაუბრა, თუმცა ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკომ საუბარი შეაწყვეტინა, ყურმილი დაუკიდა და აღარ პასუხობდა საქართველოს მთავრობის ზარებს.
„პოროშენკომ მითხრა, რომ ფსიქიკურად დაავადებულია ეს კაციო და თუ კიდევ რამეა, ახლა ყველაფერს მივხვდიო. პოროშენკომ მშვენივრად იცის ყველაფერი, პრობლემა იმაშია, რომ ძალიან გაუჭირდა იმიტომ, რომ ჩემს პირობებში დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება მე მქონდა და მაქვს რეალური შანსი მისი ჯგუფის ხელისუფლებიდან ჩამოშორების და ახალი ხალხის მიყვანის. ამიტომ ჩაერთო შიში, თვითგადარჩენის ინსტინქტი კი არა - თვითგანადგურების ინსტიქტი. მე ვნახე, რომ ვიღაცებს თბილისში გაუხარდათ, ტყუილად გიხარიათ, ახლა იწყება თავდავიწყება, ყველაფერი არის წინ, მოიმარაგეთ „პოპკორნი“ და შეხედეთ, თქვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბებს ნახავთ და სასიამოვნოს უკრაინისთვის და საქართველოსთვის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.