ირაკლი კობახიძე:  პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში

პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირების საკითხზე დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.

”რაც შეეხება დაპირისპირებასა და დავას, ესაა ჩვეულებრივი მოვლენა, იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი 2014 წლიდან არის ოპოზიციაში. მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური არბიტრი, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არის ოპოზიციაში. აქედან გამომდინარე, ეს დაპირისპირება არის სრულიად ბუნებრივი. ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ეს პოზიცია არ შეესაბამება მოქმედ კონსტიტუციას, თუმცა, ის არის ოპოზიციაში, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ის დაპირისპირება, რომელიც არსებობს”, - განაცხადა კობახიძემ.