გერმანელი ექსპერტები ოზურგეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლებს შეხვდნენ

გერმანელი ექსპერტები ოზურგეთის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლებს შეხვდნენ

გერმანლი ექსპერტები, რომლებიც საქართველოში, პროფესიული განათლების მასწავლებელთა საჭიროებების დადგენის მიზნით იმყოფებიან, ოზურგეთის კოლეჯის მასწავლებლებს შეხვდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები გაეცნენ როგორც სასწავლებლების ინფრასტრუქტურულ ბაზას, ასევე იმ საწარმოებს, სადაც კოლეჯის სტუდენტები, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ოზურგეთის კოლეჯი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა „ნაბეღლავი“, „ბახმაროს განვითარების პროექტი“ და სხვადასხვა სასტუმროებთან საზღვაო კურორტებზე. 

პროფესიული მასწავლებლების აკადემიური საჭიროებების დადგენა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ გერმანელმა ექსპერტებმა, ვიზიტის ფარგლებში, მიზნობრივი ტრენინგები ჩაატარონ. სტუმრები კოლეჯის ადმინისტრაციასაც შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.