გიგა ბოკერია: არ შეიძლება ერთმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ დოკუმეენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია

გიგა ბოკერია: არ შეიძლება ერთმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ დოკუმეენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია

არ შეიძლება ერთმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ დოკუმეენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის მიერ,   ქართული არასამთავრობო სექტორისთვის გაგზავნილ წერილთნ დაკავშირებით აცხადებს.

„ბუნებრივია, ეს არის აქსიომა, რასაც თავის დროზე თავად  ივანიშვილის გუნდი საჯაროდ ამბობდა, რომ არ შეიძლება ერთმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ დოკუმეენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, რომელიც ათწლეულები უნდა დარჩეს ან რომელიც როგორც მინიმუმ არ იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგზე. ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, შინაარსით დაწყებული, პროცედურით გაგრძელებული, ამ ხალხმა გადააგდო საზოგადოება. ყველა არის მათ წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა სამოქალაქო ჯგუფი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურისადმი ფედერიკა მოგერინის საპასუხო წერილში, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს ნათქვამია, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული კონსტიტუციის პროექტის საბოლო ვერსია მნიშვნელოვან სახეცვლილებებს შეიცავს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მთელი რეფორმის ძირითადი საკითხი იყო.

,,ჩვენთვის ცნობილია, რომ [კონსტიტუციის პროექტში] უკანასკნელი ცვლილებები სრულიად საპარლამენტო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მიერ გამოხატული წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდა. სინანულს გამოვთქვამთ რეფორმის გადამწყვეტ ეტაპაზე ჩართულობისა და კონსენსუსის ნაკლებობის გამო. თავიდანვე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მთავრობასა თუ ოპოზიციასთან შეხვედრებისას ჩვენ მხარს ვუჭერდით ინკლუზიურ და კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესების წარმართვას. გთხოვთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვაგრძელებთ დამატებით ძალისხმევას, რათა მიღწეული იყოს რეფორმის ფართო და გრძელვადიან კონსენსუსზე დაფუძნება“, - ნათქვამია წერილში.