სერგი კაპანაძე: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური ნიშნით

სერგი კაპანაძე: საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური ნიშნით

“მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, საქართველოს ხელისუფლება გაძლიერებული ძალისხმევით შეეცდება მოახდინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირება”, - ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით თუ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა შეწყდება ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყნისთვის.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ეს არის ცალსახა, ეს ძალიან ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. ამიტომ, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდება მის წინააღმდეგ, ეს იქნება ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნის, როგორც საერთაშორისო იმიჯისთვის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარებისთვის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ და რა პოლიტიკაც აქვს ბოლო წლების განმავლობაში, მე არ მგონია, რომ მათ ეს შეწყვიტონ, მე მგონია რომ პირიქით, ახლა ისინი შეეცდებიან გაძლიერებული ძალისხმევით, რომ მოახდინონ მისი ექსტრადირება,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.