დეპუტატის თქმით, როდესაც არგუმენტები არ არსებობს, ადამიანები ლანძღვაზე და აგრესიაზე გადადიან

დეპუტატის თქმით, როდესაც არგუმენტები არ არსებობს, ადამიანები ლანძღვაზე და აგრესიაზე გადადიან

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარისადმი შეურაცხმყოფელ განცხადებას ეხმაურება.

“პარლამენტის თავმჯდომარეზე რაიმე ნეგატიურის თქმა, მით უმეტეს მძიმე შეურაცხყოფის ფორმით, მარტო სახელმწიფოს უმთავრესს ინსტიტუციაზე იერიშის მიტანა არ არის. ეს თანაბრად გვეხება თითოეულ პარლამენტარს და არა მხოლოდ ჩვენ.

გუშინ ირაკლი კობახიძემ აჩვენა, როგორ ეკიდება პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი პრეზიდენტის უპასუხისმგებლოდ მოტივირებულ "შენიშვნებს". თითოეულ ბწკარზე პასუხი იყო ამომწურავი და კომპეტენტური. ფაქტობრივად სათქმელი არ დარჩა პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას და ზუსტად ეგ იყო მათი მხრიდან ეთიკის დარღვევის უმძიმესი ფორმის მიზეზი...

როდესაც არგუმენტები აღარ არსებობს, სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლანძღვაზე და აგრესიაზე გადადიან“, - განაცხადა დეპუტატმა.