პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ერთმანეთთან კავშირში არ არის

პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ერთმანეთთან კავშირში არ არის

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დარწმუნებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის.

როგორც დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, თუ აღნიშნული პროცესები დროის მცირე ინტერვალში განხროციელდა, მას სჯერა რომ ეს დამთხვევაა.

”მე ღრმად მწამს, რომ ეს ორი პროცესი უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა დამოუკიდებელი პროცესებია და ერთმანეთთან კავშირში არ არის. თუ ეს დროის მცირე ინტერვალში მოხდა, მე მჯერა რომ ეს დამთხვევა არის. რაც შეეხება საკუთრივ ექსტრადირების საკითხს, ეს არ არის პოლიტიკური თემა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს ამას პოლიტიკური სარჩული შესძინოს. ეს არის სუფთა იურიდიული საკითხი, რაშიც მჯერა, რომ იურისტები შესანიშნავად გაერკვევიან”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.