საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მსჯელობის დროს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისა და პარლამენტის თავმჯდომარის კამათის შესახებ კომენტარს აკეთებს.
“კონსტიტუციაზე ერთობლივი მუშაობის შეთავაზების მიუხედავად, თავიდანვე დამწუნებელი დამრიგებლის როლი უფრო ქონდა მორგებული პრეზიდენტს ვიდრე თანამონაწილის. სამწუხაროდ ამ პროცესში მეტი ყურადღების მისაქცევად ჯანსაღი მსჯელობის სანაცვლოდ უზრდელობის და თავდასხმის უპერსპექტივო ტაქტიკა აირჩიეს!!!
სამწუხაროა როცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი წარდგენილი შენიშვნების მუხლობრივი განხილვის და თვითოეული შენიშვნის არგუმენტირებული უარყოფის შემდგომ, ირჩევს წინასწარ გააზრებულ ტაქტიკას და ცდილობს, რომ პარლამენტის ტრიბუნა თემას აცდენილი შეურაცხმყოფელი განცხადებებისათვის გამოიყენოს.
ნამდვილად დროა ჩვენი ქვეყნის თვითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის, რომ ამ ქვეყანაში დგება ჟამი სხვისი შრომის დაფასებისა. მითუმეტეს იმ კოლოსალური შრომისა რომელიც გაწეული იქნა პარლამენტის შემადგენლობის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თავკაცობით და ორიენტირებულია ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაზე. ჩვენი შვილების და მომავალი თაობების უფლებაზე იცხოვრონ ნამდვილად თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოში!
ისტერიული ტონი, უზრდელობა, იაფფასიანი თავისწარმოჩენის სურვილი, ამპარტავნება, საკუთარი სამშობლოს საცდელ ხალიჩად მორგება, სხვისი ტვირთის არ დანახვა! ეს ყოველივე მალე დაკარგავს ფასს!
ჩვენ სრულიად ვითავისებთ ნაკისრ პასუხისმგებლობას! ჩვენ ყველანი ერთად მყარი ნაბიჯებით მივდივართ წინ! მეტი თმენა და მეტი ჯაფა გვმართებს ისეთები გვესხმიან, რომ ნამდვილად მართალ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა კობა კობალაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მსჯელობის დროს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იკამათეს. დოლიძის თმით: "პარლამენტის თავმჯდომარე არის თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“.