ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი ანა დოლიძის განცხადებაზე

ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი ანა დოლიძის განცხადებაზე

ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს რასაც წარმოადგენს.

”ეს ის შემთხვევაა როდესაც ბოდიშის მოხდაც აზრს კარგავს! ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან და ამ ხაზის გადაკვეთით შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს რასაც წარმოადგენს. ეს სამწუხაროც აღარაა, ეს საგანგაშოა! პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახეა. ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა ნდობის მანდატი და ეს განცხადება ხალხის მანდატის უპატივცემულობაც არის. არგუმენტს და ლოგიკას როდესაც შეურაცხყოფას უპირისპირებ ეს მძიმე სანახავია. ჩვენ არ მივიღებთ ასეთ დამოკიდებულებას. ასეთ ვითარებაში თანამშრომლობის სივრცე არ რჩება. ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე და არა მხოლოდ მე ველოდები”, - განაცხადა ბესელიამ.

საარჩევნო კოდექსსა და თვითმმართველობის შესახებ კოდექსთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.

”პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ეს არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“, - განაცხადა ანა დოლიძემ სხდომის შემდეგ.