მიხეილ სააკაშვილს უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აკრედიტებული უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა.
”როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე, უარი განაცხადა მე ვთქვი, რომ ეს ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონოდა.
მას უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე რომელმაც ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი" ,- აღნიშნა მარგველაშვილმა.