არ ველოდები აშშ-ს მხრიდან დიდ გამოხმაურებას იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

არ ველოდები აშშ-ს მხრიდან დიდ გამოხმაურებას იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა

არ ველოდები დიდ გამოხმაურებას აშშ-ს მხრიდან იმ ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკელმა ანალიტიკოსმა და კავკასიის საკითხებში ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა განუცხადა.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს პერსონალი აკლია და ამერიკულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სხვა საკითხები უფრო აწუხებს, ვიდრე დისკრედიტებული ყოფილი პრეზიდენტის ბედი. იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა ნიუ-იორკშია, მას შეუძლია შეეცადოს ამერიკის პრეზიდენტთან თავისი ურთიერთობა აღადგინოს. ეს მოვლენების საინტერესო განვითარება იქნებოდა, თუმცა არ ველოდები, რომ ეს მოხდება“, - აღნიშნა ლინკოლნ მიტჩელმა.

მისი თქმით, უკრაინაში მოღვაწეობის პერიოდში სააკაშვილს პირადი ეგო და ამბიციები ამოძრავებდა და თავისი პარტიის შექმნას შეეცადა. „რა თქმა უნდა, ამან გააღიზიანა უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ იყო საჭირო. დროის მონაკვეთი, როდესაც ეს მოხდა, პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობა, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მოვლენებს შორის არის კავშირი. თუმცა, ნთელი არ არის, თუ რაში სჭირდება ეს თბილისს“, - განმარტა მან.