"რუსთავი 2"-ში გუშინ გაჩენილი ხანძრის გამო კომპანიის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.
სამართალდამცავები არხის ჟურნალისტებს, დეკორატორებს და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს კითხავენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოძიების ძირითადი ინტერესია - სად, როდის და რა ვითარებაში შენიშნეს ხანძარი თვითმხილველებმა. ამ დროისთვის "რუსთავი 2-ის" ათამდე თანამშრომელია გამოკითხული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.