კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

კიევში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ „ტელეარხი 112“ იუწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქციას მიხეილ სააკაშვილის ასამდე მხარდამჭერი ატარებდა. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საინიციატივო ჯგუფი შეუშვა.

დღეს კიევში, მაიდანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა გააპროტესტეს.