უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გასაჩივრდება, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა.
„ადვოკატები დოკუმენტებს ამზადებენ ადმინისტრაციულ სასამართლოში, რათა გაასაჩივრონ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა“, - განაცხადა ბოგომაზოვმა კიევში გამართულ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.
ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე მას შემდეგ შეიტანს სარჩელს, რაც საჭირო დოკუმენტებს მიიღებს, კერძოდ, პრეზიდენტის განკარგულებას.
მისივე თქმით, გენერალური პროკურატურისგან არ მიუღიათ ცალსახა დასაბუთებული პასუხი მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე.