უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 27 - 29 ივლისს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27 – 28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 28 – 29 გრადუსს მიაღწევს.
მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს, მთაში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +35, +40 გრადუსია მოსალოდნელი.