საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

NDI-სა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით პარლამენტის წევრები სოფიო ქაცარავა, ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი საჯაროშეხვედრებს აგრძელებენ რეგიონებში მოსახლეობასთან თემაზე: საქართველოს საგარეო კურსი და უსაფრთხოება: გამოწვევები დაშესაძლებლობები.

საჯარო შეხვედრების ციკლი 15 ივლისს ბათუმში დაიწყო და დღეს თიანეთში გაგრძელდა.

შეხვედრას, რომელიც საკრებულოში გაიმართა, სტუდენტები, მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დეპუტატებმა მიმოიხილეს საქართველოს საგარეო კურსის პრიორიტეტები, საპარლამენტო დიპლომატიის როლი საერთაშორისოპარტნიორობის ფარგლებში, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაზრდა და ქვეყნის უალტერნატივო ევრო ატლანტიკურისწრაფვები.

გაიმართა საინტერესო დისკუსია კონფლიქტის მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკის  გზით მოგვარების საკითხებსა დადეოკუპაციის თემებზე, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის  მიმართ.

დეპუტატებმა ისაუბრეს საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის,სტაბილურობისა და უსაფრთხოების თემებზე, რაც განპირობებულია მჭიდრო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციისა და  ამ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ,ასევე ვიზის ლიბერალიზაციის სიკეთეებსა და ევროკავშირისკენ გადადგმული ქმედით ნაბიჯებზე.

“ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ეს ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილი, ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესიადა ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს უფრო გვაახლოებს ერთმანეთთან. ერთად ვმსჯელობთ ჩვენიქვეყნის კეთილდღეობის საკითხებსა და გამოწვევებზე, ვაცნობთ მათ ჩვენს პოლიტიკურ კურსს, სხვადასხვა რეფორმების შესრულებისპროცესს და ვისმენთ მათგან ძალიან საინტერესო და ყურადსაღებ მოსაზრებებს. ქვეყნის განვითარება და საერთო მიზნებთან დაახლოვებაშეუძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეების ნებისა და მხარდაჭერის გარეშე, სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი მათი ზედმიწევნითინფორმირებულობის უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო თიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას და მაჟორიტარს ბატონზაქარია ქუცნაშვილს ამ მხარის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის, რომელიც მართლაც ევროპული სტანდარტის მაგალითია სხვარეგიონებისთვის. მნიშვნელოვანი წინგადადგმულია ნაბიჯია ტურიზმისა და რეგიონალური განვითარებისთვის.

მადლობას ვუხდი ასევე NDI-ს, ბრიტანეთის საელჩოს და მოქალაქეებს ინტერესისა და დისკუსიაში მონაწილეობისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.