ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას სახიფათოს უწოდებს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას სახიფათოს უწოდებს

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას ეხმაურება და მას სახიფათოს უწოდებს.

ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლება“ ქართულ-ოსური კონფლიქტის ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა, წარმოიშვას ქართველი აქტივისტების გამო. ამის შესახებ დეფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

„მსგავსი აქციები საზღვრის რაიონებში ძალიან სახიფათოა, რადგან ისინი დაკავშირებულია შესაძლო პროვოკაციულ გამოხდომებთან, რომლებსაც შეუძლიათ გაამწვავონ ვითარება. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ მხარეს, რომელიც არ წყვეტს ასეთ აქციებს“, - განაცხადა ჯიოევმა.