NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს. კვლევა 2017 წლის ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში ჩატარდა.

„პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები“, - ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.