დამრჩა შთაბეჭდილება, შემთხვევით მარგველაშვილის ბიოგრაფია ხომ არ გავუგზავნეთ დეპუტატებს

დამრჩა შთაბეჭდილება, შემთხვევით მარგველაშვილის ბიოგრაფია ხომ არ გავუგზავნეთ დეპუტატებს

დამრჩა შთაბეჭდილება, შემთხვევით მარგველაშვილის ბიოგრაფია ხომ არ გავუგზავნეთ დეპუტატებს, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

ადმინისტრაციის უფროსი პრეზიდენტის მიერ გამოყენებული და შემდგომში პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტოების ისტორიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ხშირ შემთხვევაში გასაზიარებელი იყო. ამ კონტექსტში საუბრისას აბაშიშვილი ყურადღებას მოსმენების შესახებ კანონზე და ეროვნული ბანკის ორად გაყოფის საკითხზე ამახვილებს.

”ტრენინგი გვჭირდება როგორც ჩანს, რათა ადამიანების დაჯერების უნარი გავაძლიეროთ. ასევე ვერ შევძელით პარლამენტი დაგვეჯერებინა მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა და ის, რომ ახლა სტაბილური ვალუტა გვაქვს, მათ შორის იმის დამსახურებაა, რომ ბანკი ორად არ გაიყო. ის, რომ, ამ კუთხით არის ფინანსური დამოუკიდებლობა, არის სწორედ პრეზიდენტის ვეტოს დამსახურება, რადგან ჩვენ პირველები შევეწინააღმდეგეთ ეროვნული ბანკის ორად გაყოფას. ასევე წარმატებით არ მოგვისმინეს, ასევე წარმატებით დაძლიეს კომიტეტებში, ასეთივე ტაშის გრიალი იყო სესიაზე და აი ამ დეპუტატებიდან, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ეროვნულ ბანკზე დადებული ვეტო მაშინ, წელიწადნახევრის შემდეგ ასეთივე მხარდაჭერით დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის გაერთიანებას, რაზეც საუბრობდა პრეზიდენტი.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შემთხვევით მარგველაშვილის ბიოგრაფია ხომ არ გავუგზავნეთ დეპუტატებს, რადგან შინაარსობრივი საკითხის მაგივრად, სხვადასხვა ტიპის შეფასებები გვესმოდა მარგველაშვილზე. თუ ასეთი მოთხოვნადია მარგველაშვილის ბიოგრაფია და ჯერ კიდევ არ გვაქვს გაგზავნილი, შეგვიძლია ესეც უზრუნველვყოთ”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობისა და "საარჩევნო კოდექსის“ შესახებ. კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.