ირინა ფრუიძე: საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან რეადმისიის სფეროში

ირინა ფრუიძე: საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან რეადმისიის სფეროში

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირინა ფრუიძის თქმით, საქართველო ევროკავშირთან რეადმისიის სფეროში წარმატებით თანამშრომლობს.

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირინა ფრუიძის თქმით, ევროკავშირთან რეადმისიის სფეროში საქართველოს თანამშრომლობა გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საფუძველი:

"საქართველო 2013 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან რეადმისიის სფეროში. სწორედ ეს თანამშრომლობა, სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან ერთად, გახდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საფუძველი. საქართველო აღიარებულია როგორც სანდო პარტნიორი და დემოკრატიული განვითარების წარმატებული მაგალითი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რეადმისიის საკითხებზე ევროკავშირთან ეფექტიანი თანამშრომლობით", აცხადებს ირინა ფრუიძე.