ანრი ოხანაშვილი: მისასალმებელია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უპირობოდ მხარდაჭერილია

ანრი ოხანაშვილი: მისასალმებელია, რომ ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უპირობოდ მხარდაჭერილია

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული პროცედურებისა, საბოლოოდ, საქართველო სტრასბურგში წარმოდგენილი იქნება უაღრესად ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლით.

“მისასალმებელია, რომ ევროპელ მეგობართა მხრიდან ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უპირობოდ მხარდაჭერილია. ევროსასამართლო პოზიტიურად აფასებს ორი სხვა კანდიდატის პროფესიონალიზმს, თუმცა ევროსასამართლოს მიერ 2009 წელს მიღებული გართულებული პროცედურების გამო, დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ჩატარდება ახალი კონკურსი ფორმალური კუთხითაც შესაბამისი მოთხოვნებისადმი კიდევ უფრო თავსებადი კანდიდატების შერჩევის მიზნით. საბოლოოდ, მიუხედავად საკმაოდ რთული პროცედურებისა, სტრასბურგში საქართველო წარმოდგენილი იქნება უაღრესად ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლით“, - განაცხადა დეპუტატმა.