დეპუტატიის თქმით, პრეზიდენტმა ტყუილად დაკარგა დრო ვეტოს გამოყენებით

დეპუტატიის თქმით, პრეზიდენტმა ტყუილად დაკარგა დრო ვეტოს გამოყენებით

უმრავლესობის დეპუტატის ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დებატებისას გამოჩნდა, რომ არგუმენტი ვეტოს გამოყენებისთვის პრეზიდენტს არა აქვს.

"რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან დებატებისას გამოჩნდა, რომ არავითარი საფუძვლიანი არგუმენტი ვეტოს გამოყენებისთვის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას არა აქვს", – განაცხადა დეპუტატმა.

"უმრავლესობა ვსაუბრობთ, რომ ცვლილებების შედეგად მოქალაქე იქნება უფრო ახლოს მმართველობასთან, რომ საკრებულოებს ექნებათ მეტი როლი, რომ უკან ვტოვებთ ფრაგმენტაციას და იზრდება მართვის ეფექტიანობა, რომ ხარჯები იქნება მიზნობრივი და ოპტიმალური და სერვისები უფრო ხარისხიანი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია გვესაუბრება პოლიტიკური განცხადებებით და არა თვითმმართველობის განვითარების კონცეფციით", – უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის კანონში და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

კანონპროექტებზე ვეტოს დადების თხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, შემდგომ კი ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს.